მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი მოშიმშილე ზურაბ ჭავჭანიძეს - ჯანმრთელობას გისურვებთ - მესმის, რომ ამ სახით თქვენ გარკვეულ  დამოკიდებულებასა და პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ აქ არის სრული სამართლებრივი ასპარეზი

ჯანმრთელობას გისურვებთ - მესმის, რომ ამ სახით თქვენ გარკვეულ დამოკიდებულებასა და პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ აქ არის სრული სამართლებრივი ასპარეზი,- ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა, ბრალდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელიც მე-14 დღეა შიმშილობს.

როგორც მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, სჯობს, რომ ის მხნედ და ჯანმრთელად იყოს და სწორედ ასე მიიღოს სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

„თქვენი უფლებაა [შიმშილობა].ჯანმრთელობას გისურვებთ. მესმის, რომ ამ სახით თქვენ გარკვეულ დამოკიდებულებასა და პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ აქ არის სრული სამართლებრივი ასპარეზი და სასურველია, მხნედ და ჯანმრთელად იყოთ და ისე მიიღოთ თქვენი საქმის განხილვაში მონაწილეობა. დანარჩენი თქვენი უფლება და სურვილია“, - მიმართა მოსამართლემ ზურაბ ჭავჭანიძეს.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის