უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

უკრაინული მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.

ამასთან, დღის მეორე ნახევარში ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროპელ ლიდერებსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.