თაზო დათუნაშვილი - ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება - ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ - ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

კრამიტებიც კი არავისთვის დაუმტვრევია შალვა პაპუაშვილს - ვირეშმაკა კაცია, ძალიან კარგად იცის, რომ ალეკო ელისაშვილთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდნენ „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“, რადგან ალეკო ელისაშვილის მათი რიგებიდან გარიცხვაზე უარს ამბობენ.

როგორც თაზო დათუნაშვილმა განმარტა, აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილს პოლიტიკური მიზანი აქვს, კერძოდ, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია.

„კრამიტებიც კი არავისთვის დაუმტვრევია შალვა პაპუაშვილს. იმდენად მდარე არსებაა, რომ მასზე კომენტარიც აღარ მინდა. ძალიან იაფფასიანი არარაობაა, ვირეშმაკა კაცია. ძალიან კარგად იცის, რომ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულია და ისე, რომ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია, უკვე კონკრეტულ დანაშაულს ადებს, როგორც დამნაშავეს, ტერორისტს ეძახის [ალეკო ელისაშვილს]. შალვა პაპუაშვილი ხომ ხეპრეა და ეს არ უნდა გაიგოს. ამას აკეთებს მიზანმიმართულად. პოლიტიკური მიზანი აქვს ჩვენი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია, შესაბამისად, ძალიან დიდი ალბათობით, სამართლებრივ დევნაში უნდა ეს გამოიყენოს. რამდენიმე ჭკუასუსტს, მოლაპარაკე თავს წამოსცდა, რომ პარტიების აკრძალვის საქმეში „ლელოს“ წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთო. პაპუაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ სამართლებრივად არავითარი კავშირი არ აქვს ალეკო ელისაშვილს „ლელო-ძლიერ საქართველოსთან“. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებულია განცხადებაში, რომელიც გამოვაქვეყნეთ. ელისაშვილმაც პასუხის გასცა შალვა პაპუაშვილისნაირ არსებას, ოღონდ ის არ ჩერდება“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

გარდა ამისა, მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, პროტესტის შეზღუდვა იქამდე მივიდა, რომ ტროტუარზე რამდენიმე კაცის შეკრებაც იზღუდება და გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“, ესეც დასჯადი ხდება.

„ტრაგიკული, კატასტროფული რეალობაა. ტროტუარზე პროტესტს უკრძალავენ ადამიანებს. პროტესტის შეზღუდვა იქამდე დავიდა, რომ ტროტუარზე რამდენიმე კაცის შეკრებაც იზღუდება.

ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“, ესეც დასჯადი ხდება. ადმინისტრაციული წესით ისჯება ტროტუარზე საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური უფლების საბოლოოდ დასახიჩრება. სხვადასხვა მოლაპარაკე ყბას და თავს თუ მოვუსმენთ „ქართული ოცნებიდან“, ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ პროპაგანდისტულ რიტორიკას, „აკაცუკი“, „20 კაცი დგას, 12, 30". რეალობა შემდეგია, ეს 90 გვამი, პარლამენტშია შეკრებილი და საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ეძახის. კონკრეტული პროტესტის საწინააღმდეგოდ კანონების მთელი დასტა შეცვალეს. ეს ჩვეულებრივი პატარა ჩარევა კი არ არის, ქირურგიული ჩარევაა, 500-ლარიანი ჯარიმა 5000-ლარიანი გახადეს. პროტესტში მონაწილეობაზე ციხე დააწეს! ბოლოს მარშის ფორმა არ მოეწონათ, ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს.

არ ვიცი, მათ დაავადებულ ტვინში რა იხარშება, მაგრამ როდესაც ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, შიზოფრენიის მარტივი დეფინიციაა. ისინი ამბობენ, რომ „50 კაცი არავის აინტერესებს“. იძახიან: „რაც უნდათ ის ქნან“, „იდგნენ იქ და აპროტესტონ“, ამის პარალელურად კი იღებენ კანონებს, რომელიც ადამიანებს უზღუდავს ტროტუარზე დადგე და საკუთარი პროტესტი გამოაცხადოს“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში