2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად, ფინანსური ჯარიმებიც წესდება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, “ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება.

ასევე, იკრძალა კვების ობიექტების მიერ მომხმარებლებისთვის პლასტმასისგან დამზადებული, ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება/შეთავაზება.

ცვლილებები ჯარიმების მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის