შალვა პაპუაშვილი - ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა

ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ და „ალდეს “ მხრიდან რეაქცია არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კაია კალასი და მარტა კოსი, რომლებსაც საქართველოს საკითხები აბარიათ, იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები არიან, რომელთა თანამებრძოლიც არის ტერორისტი.

„ალდეს“ წევრმა „ლელომ“ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია მათი თანამებრძოლები არიან. შესაბამისად, არიან „ალდეს“ თანამებრძოლები. ჩვენ შეგვიძლია, ეს ფაქტად მივიღოთ. ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ტერორისტული აქტი ვიხილეთ და რეაქცია არ არის. დღეიდან შეგვიძლია, ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. „ალდეს“ ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ორი ევროკომისარი, რომლებიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებული და მათ აბარიათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები არიან, რომელთა თანამებრძოლი ტერორისტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა