ირაკლი კობახიძე - მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს

2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით, 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი, 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით, 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი, 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული. საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე