სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს სახელი შეეცვლება, ის აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს სახელი შეეცვლება, ის აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, შს სამინისტროს აკადემიის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივის ფარგლებში, გათვალისწინებულია შეთავაზება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სუს-ის მომავალი თანამშრომლებისთვის ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარსებებს საბაკალავრო პროგრამა - საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე, რომლის კურსდამთავრებულებს პოლიციელის სტატუსი ექნებათ და შეძლებენ, რომ შემდგომში შს სამინისტროს სისტემაში იმსახურონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება სამაგისტრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაგისტრის ხარისხის მქონე თანამშრომლები ეყოლება“, - განაცხადა დარახველიძემ.

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით იხილავს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ