4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქია მოსამართლეს - ინფარქტის წინარე მდგომარეობა მაქვს, გული მაწუხებს, ექიმი ვერ გამომიძახებია - როგორც მოსამართლე რომ ჩაერიოთ!

ინფარქტის წინარე მდგომარეობა მაქვს - ექიმი ვერ გამომიძახებია,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ლევან ჯიქიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულმა ლევან ჯიქიამ, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მიმართა და ჩარევისკენ მოუწოდა.

„ინფარქტის წინარე მდგომარეობა მაქვს, გული მაწუხებს, ექიმი ვერ გამომიძახებია, როგორც მოსამართლე რომ ჩაერიოთ“, - მიმართა ლევან ჯიქიამ მოსამართლეს.

მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა კი საპასუხოდ განუცხადა, რომ ექიმი ყველა შემთხვევაში უნდა მივიდეს მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ცალკე სამართლებრივი განხილვის საგანი გახდეს.

„პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც არაერთი ბრალდებულია მოთავსებული, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს არის ვალდებულება. ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს [ექიმი], ეს უნდა მოითხოვოთ. ამის თაობაზე თუ რამე დაბრკოლებას აწყდებით, ასევე ცალკე სამართლებრივი მოთხოვნის და განხილვის საგანი შეიძლება გახდეს”,- მიმართა მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა, ბრალდებულს.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო