ადვოკატი - დაცვის მხარე არ აპირებს სასამართლო პროცესზე რაიმე ამტკიცოს - პირიქით, ბრალდების მხარემ უნდა დაგვიმტკიცოს ის, რასაც ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება

შესავალ სიტყვაში დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ დაცვის მხარე არ აპირებს სასამართლო პროცესზე რაიმე ამტკიცოს. პირიქით, ბრალდების მხარემ უნდა დაგვიმტკიცოს ის, რასაც ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარეობს და წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც ზურაბ ჭავჭანიძის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.

„შესავალ სიტყვაში დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ დაცვის მხარე არ აპირებს, რომ სასამართლო პროცესზე რაიმე ამტკიცოს, პირიქით ბრალდების მხარემ უნდა დაგვიმტკიცოს ის, რასაც ზურაბ ჭავჭანიძეს ედავება, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა.

პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიუთითებს იმაზე, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს მცდელობა მაინც ჰქონდა იმისა, რომ ძალადობრივი ქმედება განეხორციელებინა. არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომ მას სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების ან ხელში ჩაგდების მიზანი ჰქონდა.

საქართველოს პროკურატურამ ვერ დააკმაყოფილა ის სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარეობს და რომელიც, ასევე საქართველოს კონსტიტუციითაა დადგენილი. შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დღეს ზურაბ ჭავჭანიძის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 14 პირის პროცესი გაიმართა.

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე, რომლებსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა