თსუ-ის და გერმანული უნივერსიტეტების თანამშრომლობა ფართოვდება

გერმანულ უნივერსიტეტებთან არსებული თანამშრომლობის განხილვისა და მომავალში კიდევ უფრო გაფართოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ტრირისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს ეწვია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერასმუს + საერთაშორისო კრედიტმობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

„ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრაზე როგორც თსუ-მა, ასევე, მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულების პრეზენტაციები გამართეს. შედგა შეხვედრები ამ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამით სასწავლებლად მყოფ თსუ-ის სტუდენტებთან.

ზაარლანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აკადემიური პერსონალის კლუბში მოაწყვეს ღონისძიება „გაიცანით საქართველო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, რომელზეც საუბარი შეეხო თანამშრომლობას, რომელიც არსებობს თსუ-სა და ტრირის უნივერსიტეტს შორის. ტრირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ორმხრივ სარგებელს, რომელიც ამ თანამშრომლობამ მოუტანს თსუ-სა და ტრირის უნივერსიტეტს. თავის მხრივ, თსუ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, აკადემიური პროგრამების განვითარების მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაიწყება მუშაობა ციფრულ ჰუმანიტარიაში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე. ასევე, საუბარი შეეხო სამაგისტრო საფეხურზე ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნის შესაძლებლობას ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებში მიიღებენ მონაწილეობას თსუ-ისა და ტრირის უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე. მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაფართოებაზეც.

1983 წლიდან არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე გაკეთდა აქცენტი ზაარლანდის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზე, სადაც გერმანულმა მხარემ წარმოადგინა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და კვლევის სტრატეგია. ღონისძიებაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტრირისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს, რომელიც ევროკავშირის პროგრამა ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობისა (DAAD) და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო