„საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

საერთაშორისო საფინანსო სექტორის მაღალი დონის ღონისძიებაზე SME Banking Forum 2025, რომელიც Gidulyan Company-ის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ბანკმა უმაღლესი გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად (Digital Banking – Global Winner) დასახელდა.

ჯილდოს პროგრამაში მსოფლიოს 1,000-ზე მეტი ბანკი მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი გლობალური ფინანსური ლიდერები, როგორებიცაა Wise, Revolut, DBS Bank , Monzo და სხვები. ჟიურიმ ოთხ კატეგორიაში (ციფრული საბანკო მომსახურება, მდგრადობა და ინკლუზიურობა, ბიზნეს საბანკო მომსახურება და ბიზნესის დაფინანსება) ოცი საუკეთესო SME ბანკი შეარჩია. საქართველოს ბანკი კი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ციფრული საბანკო მომსახურების კუთხით, გლობალურ ლიდერად დაასახელა.

„ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გლობალური ჯილდო მიიღო. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რგოლია, სწორედ ამიტომ ვქმნით ეკოსისტემას, რომელიც ბიზნესებს სწრაფი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ეს ჯილდო ადასტურებს, რომ ჩვენი ხედვები ციფრული საბანკო მომსახურების მიმართულებით, რომელიც ინოვაციებს, სისწრაფესა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას მოიაზრებს, სამაგალითოა მსოფლიო მასშტაბით. ამ სცენაზე მიღებული აღიარება კი გვაძლევს დიდ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და ინოვაციების დანერგვა გავაგრძელოთ”, - განაცხადა დაჩი გორგილაძემ, საქართველოს ბანკის ციფრული კლასტერის Product Owner-მა.

დაჯილდოების ღონისძიება ვენაში გაიმართა და იგი მრავალსაფეხურიანი კონკურსის ფინალურ ეტაპს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად Global Finance-მაც დაასახელა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის