პაკისტანი-ავღანეთის საზღვართან შეიარაღებულ თავდასხმას ექვსი პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

შეიარაღებულმა მებრძოლებმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან ახლოს, უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტზე თავდასხმა განახორციელეს და ექვსი ჯარისკაცი მოკლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ისლამაბადი პაკისტანში ძალადობის ზრდაში იმ მებრძოლებს ადანაშაულებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიას საზღვრის გადაღმა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმების დასაგეგმად იყენებენ. ქაბული ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პაკისტანის უსაფრთხოება შიდა პრობლემაა.

თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც პაკისტანი და ავღანეთი ცდილობენ შეინარჩუნონ მყიფე ზავი მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სასაზღვრო შეტაკებებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ქაბული და ისლამაბადი ოქტომბრიდან მოყოლებული პერიოდულად ახორციელებენ შეტაკებებს სასაზღვრო ხაზებზე. კატარის, თურქეთისა და საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების სამი რაუნდი მდგრადი შეთანხმების მიღწევით ვერ დასრულდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ