თიბისი Banking Tech Awards 2025-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

ლონდონში გამართულ Banking Tech Awards-ის რიგით 26-ე დაჯილდოებაზე, თიბისი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მფლობელი გახდა, კატეგორიაში - სამომხმარებლო სესხების მიმართულებით ტექნოლოგიების საუკეთესო გამოყენება.

საუკეთესოდ გამოყენებული ტექნოლოგიები, არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის მომენტალური პროცესი - ნებისმიერ დროსა და ადგილზე, ნებისმიერი შემოსავლის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე - ყველა ამ კომპონენტში თიბისი საუკეთესოდ აღიარეს ისეთ ბრენდებთან ერთად, როგორებიც არიან J.P. Morgan. DBS Bank, Deutche Bank, HSBC და სხვები.

ეს ჯილდო თიბისი ტექისა და FCL გუნდების უდიდესი ძალისხმევის შედეგია. გამარტივდა და დაჩქარდა სესხის მიღების მთელი ციფრული პროცესი. ციფრული არხების ოპტიმიზაციამ, მთელი პროცესი მაქსიმალურად კომფორტული გახადა.

თიბისის მომხმარებლებისთვის, რეკორდულად სწრაფად, სამომხმარებლო სესხის 70% გაიცემა 5 წუთზე ნაკლებ დროში.

ხელოვნური ინტელექტის მოდელის დახმარებით, ბანკმა შესაძლებლობა მისცა თვითდასაქმებულებს, რომ აიღონ სესხი.

სესხის მოცულობის 80% გაიცემა ციფრული არხებით. ამასთან, გაჩნდა წინასწარ დამტკიცებული შეთავაზებები, რაც თანხის მიღებას ამარტივებს.

დაინერგა კომუნიკაციის ავტომატიზირებული სისტემები, რაც ზრდის ოპერაციულ ეფექტურობას და აუმჯობესებს მომხმარებელთან უკუკავშირს.

თიბისისთვის ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან Banking Tech Awards ფინანსურ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პლატფორმაა.

ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ თიბისი ქმნის პროდუქტს, რომელიც არამხოლოდ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, არამედ თავადვე ქმნის სტანდარტებს, საბანკო ტექნოლოგიების მომავალს და ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

მთავარია გჯეროდეს და ყველაფერი გამოვა!

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს