დონალდ ტრამპი - ევროპელი ლიდერები სუსტები არიან - თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია, თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი, საშინელი მერია

ევროპელი ლიდერები სუსტები არიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ძლიერი ევროპის ხილვა სურს.

„ვფიქრობ, ისინი სუსტები არიან, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, მათ სურთ, რომ პოლიტიკურად კორექტულები იყვნენ. არ იციან რა გააკეთონ. ევროპამ არ იცის რა გააკეთოს. არ იციან ვაჭრობის შესახებ რა გააკეთონ. ევროპას სურს, რომ პოლიტიკურად კორექტული იყოს და ეს მათ სუსტს ხდის”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა კატასტროფაა“.

„თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ბევრი ევროპული ქვეყანა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო აღარ იქნება. რასაც ისინი იმიგრაციასთან დაკავშირებით აკეთებენ კატასტროფაა. თუ პარიზს შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს სრულიად სხვა ადგილია. მე პარიზი მიყვარდა. თუ ლონდონს შეხედავთ, მათ მერი ჰყავთ, სახელად ხანი. საშინელი მერია. ლონდონი სხვა ადგილია. მე მიყვარს ლონდონი. როგორც იცით, ჩემი ფესვები ევროპაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა