ფრიდრიხ მერცი - ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ - მისი გადარჩენა საჭირო რომ იყოს, ჩვენ თვითონაც გავუმკლავდებოდით ამას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აჩვენებს, რომ ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„[ეს დოკუმენტი] ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ ევროპაში, ასევე გერმანიაში, აშშ-სგან უფრო დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ უსაფრთხოების სფეროში. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ ეს კვლავ დადასტურდა. ეს ახლა დოკუმენტირებულია“, - განაცხადა მერცმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატია უნდა გადაარჩინონ.

„მისი გადარჩენა საჭირო რომ იყოს, ჩვენ თვითონაც გავუმკლავდებოდით ამას“, - განაცხადა მერცმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა