ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას და ადმინისტრაციის ლიკვიდაციას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას და ადმინისტრაციის ლიკვიდაციას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხის მუხლობრივი განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილება 77 - ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით და მხარდაჭერით ძალადაკარგულად ცხადდება ორი კანონი - “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ კანონი და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ კანონი.

დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ