შალვა პაპუაშვილი - პრობლემებზე, რაზეც ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს - ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი, ღრმა პოლიტიკური კრიზისი

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა - იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ამერიკაც საუბრობს - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემა POLITICO-სთან მიცემულ ინტერვიუს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას და არსებული მიდგომების გადახედვა მოუწევს.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი, ამერიკაც საუბრობს. ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.

ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“,- წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ