ლევან მაჭავარიანი - ბატონი კოშტა და ქალბატონი კალასი აცხადებენ, რომ თურმე არ შეიძლება ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევა, როცა ისინი უხეშად ერევიან საქართველოს საქმეებში - იქნებ დაფიქრდნენ, როგორი დისკომფორტია, როცა ვიღაც გარედან გითითებს

ვხედავთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-მა ევროკავშირი და ევრობიუროკრატები, როდესაც თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინეს - იქნებ დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორი დისკომფორტია, როდესაც ვიღაც გარედან რაღაცას გითითებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი აქტორი და ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში, საარჩევნო პროცესსა და ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში.

„ვხედავთ,როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა აშშ-მა ევროკავშირი და ევრობიუროკრატები, როდესაც თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინეს. ევრობიუროკრატია აღშფოთდა - ვხედავთ ბატონი კოშტა, ქალბატონი კალასი როგორ კომენტარებს აკეთებენ. თურმე როგორ შეიძლება ევროკავშირის შიდა საქმეებში ჩარევა. მაშინ, როდესაც ზუსტად ეს აქტორები და დანარჩენი ევრობიუროკრატიის დიდი ნაწილი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, მართლმსაჯულებაში, საარჩევნო პროცესში, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში; კომენტარებს აკეთებენ იმ კანონების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებსაც პარლამენტი იღებს მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის სრული ლეგიტიმაცია გვაქვს; აგზავნიან თავიანთ დელეგაციებს საქართველოში, როდესაც რაღაც არ აწყობთ; ატარებენ საარჩევნო კამპანიას რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად; ანტისამთავრობო მიტინგებზე აგზავნიან თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მათ მოუბრუნდათ და იქნებ დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორი დისკომფორტია, როდესაც ვიღაც გარედან რაღაცას გითითებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის