შალვა პაპუაშვილი - UNESCO-ს მიერ ქართული ხორბლის კულტურის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა საამაყო საქმეა - დადასტურდა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო

„UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული­ მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს განსაკუთრებული მომენტია ჩვენი ერისთვის და კულტურისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მეცნიერული გამოკვლევებითაც მტკიცდება და ახლა უკვე UNESCO-მაც დაადასტურა, რომ ველური ხორბლის გაკულტურების ერთ-ერთი უძველესი კერა არის საქართველო.

„ხორბლის კულტურის ისეთ სახეობები, რომლებიც ევოლუციურად ახლოს დგანან ხორბლის ველურ სახეობებთან, შემონახულია მხოლოდ საქართველოში, ასეთებია: ზანდური, კოლხური ასლი, მახა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა, რაც შეადგენს ხორბლის კულტურულ სახეობათა 70%-ს, მათ შორის ხუთი არის ენდემური სახეობა. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოში აღმოჩენილია ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ხორბლის ნაშთები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულით თარიღდება, რითაც დასტურდება, რომ 8000 წელია ღვინის დაყენების ტრადიციის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანას პურის და ღვინის უძველეს კერად წარმოაჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც თავისი შრომით ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.

მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტს, კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერებს, ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო კვლევა/ძიების პროცესში. ჩატარდა ბევრი კვლევა, რომელიც ეხება არა მხოლოდ თავად ხორბლის კულტურას, არამედ მის გარშემო არსებულ ტრადიციებს, მათ შორის პურის ცხობის ტრადიციას, რაც საბოლოოდ, დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატებით, რაც რა თქმა უნდა, საამაყო საქმეა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და წარმოჩენისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში