დანიის საგარეო დაზვერვა - აშშ-ის, როგორც ევროპის უსაფრთხოების გარანტის, როლთან დაკავშირებით გაურკვევლობა წარმოიშვა და ეს გაზრდის რუსეთის მზაობას, ნატო-ს წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები გააძლიეროს

დანია, მზარდი გეოპოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, იმაზე უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე მრავალი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ დანიის საგარეო დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„მსოფლიოს დიდი ძალები სულ უფრო მეტად ანიჭებენ პრიორიტეტს საკუთარ ინტერესებს და იყენებენ ძალას თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია დოკუმენტში, სადაც რუსეთი და ჩინეთი მოხსენიებულია როგორც ქვეყნები, რომლებიც გამოწვევებს უქმნიან დანიას.

დანიის საგარეო დაზვერვის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განსაკუთრებულად მოქმედებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

„ამავდროულად, გაურკვევლობა წარმოიშვა შეერთებული შტატების, როგორც ევროპის უსაფრთხოების გარანტის, როლთან დაკავშირებით და ეს გაზრდის რუსეთის მზაობას, გააძლიეროს ჰიბრიდული თავდასხმები ნატო-ს წინააღმდეგ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დანიის საგარეო დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მიმართ სამხედრო საფრთხე გაიზრდება.

„რუსეთის მხრიდან ნატო-ს მიმართ სამხედრო საფრთხე გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დანიის სამეფოს წინააღმდეგ რეგულარული სამხედრო თავდასხმის საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნულია შესახებ დანიის საგარეო დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა