სოფო ხორგუანმა არჩილ გორდულაძეს მიმართა, რომ როდესაც გახარიას პარტიის წევრებს „გახარიებს“ დაუძახებს, გაითვალისწინოს, რომ მათ საკუთარი სახელები აქვთ, რაზეც გორდულაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ მათ „გახარიელს“ დაუძახებს

სხვა დროს, როდესაც „გახარიებს“ დაგვიძახებთ და მერე მოგვთხოვთ რომ ირაკლი კობახიძეს ირაკლი კობახიძე დავუძახოთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელი და გვარები, რომლითაც ვამაყობთ - ეს გაითვალისწინეთ, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს.

„ყოველთვის როდესაც ჩვენ არგუმენტები მოგვყავს, ან გვაქვს თქვენგან განსხვავებული აზრი, თქვენ საუბრობთ, რომ ეს აუცილებლად ვიღაცამ მიკარნახა გარედან. მე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იმიტომ მოვიყვანე, რომ თქვენ ძირითადად, ამაზე აპელირებთ, მაგრამ მე არ მჭირდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ ვიყო ობიექტური, სამართლიანი ადამიანი და შემეძლოს შევაფასო, რას ნიშნავს სამართლიანობა. არც კარნახი მჭირდება. თქვენ შეიძლება გჭირდებათ ვინმეს კარნახი, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც გულის და გონების კარნახით მოქმედებენ. ეს უნდა გაიაზროთ.

კიდევ ერთს გეტყვით - მალხაზ თორია, დაჯი კოვზირიძე, შალვა კერესელიძე, თამარ ახვლედიანი, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე და ჯემალ ანანიძე. მე ვარ სოფიო ხორგუანი. სხვა დროს, როდესაც „გახარიებს“ დაგვიძახებთ და მერე მოგვთხოვთ რომ ირაკლი კობახიძეს ირაკლი კობახიძე დავუძახოთ, ესეც გაითვალისწინეთ - ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელი და გვარები, რომლითაც ვამაყობთ. ჩვენი გადაწყვეტილებებითაც. სხვა დროს ეს გაითვალისწინეთ,“ - განაცხადა ხორგუანმა.

თავის მხრივ, პასუხად, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების სახელებისა და გვარების წინ „გახარიელს“ იტყვის.

„მე მგონი, ეს შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ, რაც ქალბატონმა სოფომ ბრძანა და დიახ, ყოველთვის, დღეის შემდეგ, როდესაც თქვენს პოლიტიკურ ე.წ. ჯგუფზე ვისაუბრებ, აუცილებლად წინ დავაყოლებ ხოლმე „გახარიელს“ – „გახარიელი“ სოფო ხორგუანი, „გახარიელი“ ვიკა ფილფანი, „გახარიელი“ გიგა ფარულავა და ა.შ. „გახარიელი“ ბრძანდებით, რა ვიცი. თქვენი ლიდერის სახელი და გვარი თუ გეთაკილებათ, თქვენი პრობლემაა,“ - განაცხადა გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში