ირაკლი კობახიძე - ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს: არ მოსწონთ ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას - იმედია, პროცესები გაჯანსაღდება

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და არა მარტო ერევიან, ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს მეტყველებს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.

„რა თქმა უნდა, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. რამდენად გახდება ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მიდგომის შეცვლის საფუძველი, არ ვიცი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში. სხვანაირად ეს ადამიანები თვითონ აყენებენ საკუთარი სტრუქტურების ინტერესებს ზიანს და სწორედ ასეთი მიდგომების, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის, რომ ევროკავშირში განვითარების ტენდენციები არის უარყოფითი. ეს ეხება როგორც დემოკრატიას, ისე ადამიანის უფლებებს და ასევე ეკონომიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის "ძალიან უარყოფითი".„წელს, წლის ბოლოს უკვე 17.5-ზე ნაკლები იქნება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ზუსტად იგივე ციფრები, მცირე განსხვავებით, წლებში იყო იქ განსხვავება, იყო მოცემული ამერიკულ შესაბამის დოკუმენტში. ეს არის ძალიან მარტივი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეკონომიკური ტენდენციები ევროკავშირში არის ძალიან უარყოფითი. მარტივი სტატისტიკაა, 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ახლა არის 17.5%. ეს ყველაფერზე მეტყველებს. იგივე პერიოდში, ამერიკის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში გაიზარდა და ევროკავშირის შემცირდა 30-დან 17.5%-მდე. ასევე, 2008 წელს ჩინეთის ეკონომიკა იყო 4 ტრილიონი დოლარი და ახლა არის, დაახლოებით, 18 ტრილიონი დოლარი, ანუ დაეწია ევროკავშირს. ევროკავშირი დარჩა იქ, სადაც იყო, ჩინეთი დაეწია 4 ტრილიონიდან და ამერიკული ეკონომიკა თუ იყო 15 ტრილიონი, ახლა თითქმის 30 ტრილიონამდეა გაზრდილი. ეს ყველაფერზე მეტყველებს და ეს ყველაფერი არის ევროპული ბიუროკრატიის უსუსურობის შედეგი. ნაცვლად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყოს ორიენტირებული საკუთარი ეკონომიკური პრობლემების დაძლევაზე, ისინი არიან დაკავებული სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევით. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და არასუვერენული ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ვითარება შეიცვლება, სხვანაირად ეს ტენდენციები არ შეჩერდება. იგივე ეხება, მათ შორის, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას. თქვენ ნახეთ, რა მოხდა რუმინეთში. თქვენ ხედავთ, როგორ მუშაობს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვეულებრივად, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ეს არის უმძიმესი ტენდენციები, რასაც ესაჭიროება შეჩერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ევროკავშირის სტრუქტურებზე საუბრისას, პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ეგიდით 2-3 თვის წინ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დაკავშირებადობას ეძღვნება, საქართველოს არმიწვევა არასერიოზული მიდგომაა.

„ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. 7 ქვეყანა მიიწვიეს უმაღლეს დონეზე და საქართველო - ელჩის დონეზე. სხვა სამიტიც გაიმართა, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული. არის 8 ქვეყანა და საქართველო მათ შორის იყო ყველაზე არადემოკრატიული და საქართველო იყო ერთადერთი, რომელსაც არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი და ვერ ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს ზღვასთან კავშირში. აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს. მძიმე მდგომარეობაა. ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. თავად განსაჯეთ, რაღაც სერიოზულობა ხომ უნდა ჰქონდეს ამ მიდგომას. მძიმე მდგომარეობაა ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ეს მძიმე მდგომარეობა. ნებისმიერ ქვეყანაში, ან ნებისმიერ სტრუქტურაში შეიძლება, მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს დადებითი მდგომარეობით. ჩვენ გვაქვს ეს ოპტიმიზმი. 8 ქვეყანაა, საკითხი ეხება დაკავშირებადობას. 8 ქვეყნიდან 7 არის ზღვასთან გასასვლელის არმქონე, 5 შუა აზიის ქვეყანა და 2 სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. 7-დან არც ერთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და მთავარი საკითხი არის ზღვაზე გასვლა. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ზღვაზე გასასვლელი ამ 7 ქვეყნისთვის და 7 ქვეყანას იწვევ და მე-8-ს არა, ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე არადემოკრატიული და ყველაზე ანტიდასავლური. ეს იმდენად არასერიოზულია, რომ მემგონი საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოთ მიკერძოების მიუხედავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში