თორნიკე მჭედლიშვილი - თავისუფლების მოედანზე მდებარე ბარში ვმუშაობდი, სადაც შემოსულა, როგორც პოლიციელი, ისე აქციის მონაწილე და ყველას ერთნაირად ვეხმარებოდი - მადლობა ღმერთს, რომ 4 ოქტომბრის საღამოსაც ორი-სამი ადამიანი გადავარჩინე და ახლაც სიამოვნებით გადაგარჩენდით

მადლობა ღმერთს, რომ იმ საღამოს ორი-სამი ადამიანის გადარჩენა შევძელი და ახლაც შესაძლებლობა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გადაგარჩენდით. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, - ასე მიმართა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე მჭედლიშვილმა დღევანდელ პროცესზე პროკურატურას და სასამართლოს.

მისი თქმით, ის ბოლო წლების განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა, საპროტესტო აქციების გამო კი, „შეხება ჰქონია, როგორც სამართალდამცველებთან, ისე აქციის მონაწილესთან, ამიტომ განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველას ერთნაირად ეხმარებოდა“.

„ამ პროტესტის ფარგლებში ჩვენთან ბარში შემოსულა, როგორც სამართალდამცველი, ისე აქციის მონაწილე. როგორც ვეხმარებოდით პოლიციელებს, ისე ვეხმარებოდით აქციის მონაწილეებს. მადლობა ღმერთს, რომ იმ საღამოს ორი-სამი ადამიანის გადარჩენა შევძელი და ახლაც შესაძლებლობა რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გადაგარჩენდით. მეტი არაფრის თქმა არ მინდა”, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა