პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამავე პაკეტის ფარგლებში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა.

საკანონმდებლო ცვლილებები შს სამინისტრომ მოამზადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია იქნება. პოლიციის სისტემაში დასაქმების მსურველი პირები პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი კი აკადემიად გადაკეთდება და ექნება შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამით ასწავლოს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს