ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე - ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ყოველგვარი ნებართვის გარეშე უშვებს შესაძლებლობას, მოქალაქეები შეიკრიბონ, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გამკაცრებულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

ბესელიას თქმით, აღნიშნული კანონი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

„ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუცია ყოველგვარი ნებართვის გარეშე უშვებს შესაძლებლობას, მოქალაქეები შეიკრიბონ. არის ცალკე ჩამონათვალი, ვის არ აქვს ამის უფლება, მაგალითად პოლიციელები, მოსამართლეები, პროკურორები - ისინი ვერ მოაწყობენ აქციას, მაგრამ მოქალაქეებს ეს გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით, ევროპული კონვენციით, რომელსაც ჩვენ მიერთებული ვართ, როგორც სახელმწიფო.

ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს რომ რამდენიმე დღეში გამოაცხობს ე.წ. პარლამენტი, იურიდიული კომიტეტი არც კი ფიქრობს. მინდა ვუთხრა ამ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებს, ხალხო, დაფიქრდით, იქ სპეციალური გრაფაა, კანონის მიღების პროცესში იწერება, თავსებადი არის თუ არა ეს კონსტიტუციასთან, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს დაბალი რანგის კანონი კონსტიტუციას. თუ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება მისი მიღება.

ეს კანონი, რასაც ახლა პარლამენტი იღებს, ანტიკონსტიტუციურია. დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა, შეაჩერებდა მის მოქმედებას.

ჩვენ ალბათ მაინც წავიღებთ ამას საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ვფიქრობ, ფორმალურად მაინც უნდა გასაჩივრდეს და შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მივმართოთ. ბევრი კანონია უკვე დაგროვილი, რომელთა გასაჩივრების მომზადების პროცესი ჩვენი იურიდიული გაერთიანების ჯგუფს უკვე დაწყებული აქვს. ეს ძალიან სახიფათო კანონმდებლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურია და ის აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება