ისრაელის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი დაიბარა

ისრაელში უკრაინის ელჩი, ევგენ კორნიჩუკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც Ynet-თან ინტერვიუში გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რეგულარული კომუნიკაციის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი ევრაზიის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილესთან, იუვალ ფუქსთან შეხვედრაზე საყვედურისთვის დაიბარეს მას შემდეგ, რაც მან ინტერვიუში „გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის განცხადებები რუსეთის პრეზიდენტთან საუბრებთან დაკავშირებით“.

„ფუქსმა ელჩს ნათლად აუხსნა, რომ მისი კომენტარები სრულიად მიუღებელი და დიპლომატიური პროტოკოლიდან გადახვევა იყო. უფრო მეტიც, ელჩის კომენტარები უგულებელყოფს ისრაელის მკაფიო პოზიციას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ - პოზიციას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის კიევში წელს განხორციელებული ვიზიტით და ისრაელის მიერ გაერო-ში კენჭისყრებში მიღებულ მონაწილეობაშიც გამოვლინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ორშაბათს, ქნესეთში ისრაელის საერთაშორისო სტატუსის შესახებ გამართულ დებატებში ნეთანიაჰუმ პუტინთან პირადი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მასთან რეგულარულად საუბრობს ისრაელის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის მისი ჩრდილოეთ საზღვრის დაცვის მიზნით.

Ynet-თან ინტერვიუში კორნიჩუკმა პრემიერ-მინისტრს უპასუხა და განაცხადა, რომ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და მხარი დაუჭირა ირანს და მის ტერორისტულ მოკავშირეებს და რომ გაკვირვებული იყო ნეთანიაჰუს განცხადებებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაიტანა ისრაელმა 7 ოქტომბერს. „აუცილებელია ისტორიის სწორ, მორალურ მხარეს დადგომა“, - დასძინა ელჩმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა