ALDE ალეკო ელისაშვილის საქმეზე - რა თქმა უნდა, ამ ქმედებებს არ ვამართლებთ, ისევე, როგორც არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან ქიმიური იარაღის გამოყენებას

რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, - ასე ეხმაურება „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, ALDE Party-ი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ „მხრიდან რეაქცია არ არის“.

„ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ, „ალდეს“ მხრიდან რეაქცია არ არის, ფაქტად ვიღებთ, რომ „ალდე“ ტერორისტთან მოთანამშრომლე გაერთიანებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს