თენგიზ შარმანაშვილი - ALDE ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაციაა - ურცხვად ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმის მხარდამჭერები არიან და ამას პოლიტიკურად თავს ვერ აარიდებენ

ALDE ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაციაა - ურცხვად ლაპარაკობენ ქიმიურ იარაღზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმის მხარდამჭერები არიან და ამას პოლიტიკურად თავს ვერ აარიდებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ALDE-ს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოში საპროტესტო აქციების დასაშლელად, არავითარი სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა.

„ALDE ჩვეულებრივი ყალბი ნარატივების გამავრცელებელი ორგანიზაციაა. მაშინაც კი, როცა უკვე ჩვენი ოპონენტებიც ქიმიურ იარაღზე აღარ ლაპარაკობენ და ეს თემა მილევად რეჟიმშია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ამ სისულელის გავრცელების გამო, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ, ALDE ამას მაინც ურცხვად იმეორებს. მათ კარგად იციან, რომ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, ვისაც ეს საკითხი სერიოზულად დააინტერესებს, მთელი დოკუმენტაცია გადაეცემა, მიუხედავად იმისა, რომ „გრიფით საიდუმლო“ ადევს. მათ იციან, რომ „კამიტი“ სამხედრო ხასიათის პარალიზების ეფექტის მქონე ნივთიერებაა, რომელიც ლეტალურ შედეგებსაც იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედროების მიერ მის გამოყენებას აზრი დაეკარგება. ამიტომ, თუნდაც, აქედან უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ არავითარი სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა. საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ ეჭვი ეპარებათ, ამას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, ჩამოვიდნენ და ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. ეს ყველაფერი რომ იციან და მაინც ამხელა ტყუილს იმეორებენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმის მხარდამჭერები არიან და ამას პოლიტიკურად თავს ვერ აარიდებენ. ჩვენ სადაც გვექნება პლატფორმა, ამას ყველგან წამოვაძახებთ. წამოვაძახებთ არა ნიშნის მოგების მიზნით, არამედ შევახსენებთ, რა ფილოსოფიის მიმდევრები არიან,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებს.

„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ