სიმონ ჯანაშია - რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს არა?

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, საკვანძოა ისეთი კითხვების დასმა, რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს - არა.

როგორც ჯანაშია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ნულოვანი თანაგრძნობაა ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამიტომ მათგან გასაკვირი არაფერია.

„კრიტიკული აზროვნებისთვის საკვანძოა ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც ასე იწყება - "რატომ...?". მაგალითად, ასეთი კითხვაა: რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს არა? სწორედ ასეთი კითხვები გვეხმარება შემდეგ დამატებითი კითხვების, ვარაუდების და პასუხების მოფიქრებაში: - იმიტომ ჩამოაწერეს ჰესების მფლობელებს, რადგან პენსიონერების ვალები მეტია? - არა, რადგან ელექტროსადგურებს მილიარდამდე ვალი ჩამოეწერა, პენსიონერებს კი ამის დაახლოებით ნახევარი აქვთ ვალად. - იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდათ? - ალბათ არა, რადგან ოთხას ათასზე მეტ პენსიონერს და სოციალურად დაუცველს აქვს ბანკიდან აღებული ვალი. - იმიტომ, რომ ჰესების მფლობელები „ოცნებას“ შესწირავენ ფულს, ან ვიღაც კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებებს მიუტანენ ჩემოდნებით, ხოლო პენსიონერებისგან „ხეირი“ არაფერია? - შეიძლება, მაგრამ ამის გამოძიება არ არის მარტივი, სანამ ძალოვნებს „ოცნება“ აკონტროლებს. - იმიტომ, რომ ვალები ამ ხალხს „იმედის“ მფლობელის ბანკიდან აქვთ აღებული და ვალების განულება მისთვის ფულის დაკარგვას ნიშნავს? - შეიძლება ასეც არის. - იმიტომ, რომ „ოცნებას“ აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ვალი? - შეიძლება, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება საპენსიო ვალი, მით მეტად დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა გაუზარდოს პენსია. - იმიტომ, რომ ნულოვანი თანაგრძნობაა ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ? - დიახ, ეს არის ნამდვილად კობახიძის პოლიტიკა. ამიტომაც გასაკვირი არაფერია“, - წერს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება დათქმას, კობახიძის თქმით, „კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება