მედია - პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს

პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს, - ინფორმაციას გამოცემა Arutz Sheva ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს.

„ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთოხების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, - განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.

კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა ხუთშაბათს დაიწყება. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები მიიღებენ.

ამასთან, მოშემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ თბილისში მისი მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა უკვე სცადა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა