მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სამიტზე ლიდერები გაფართოების საკითხს განიხილავენ

მომავალ კვირას, ევროპული საბჭოს სამიტზე ლიდერები გაფართოების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიერ წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის გაგზავნილ მისაწვევ წერილშია ნათქვამი.

„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი გაფართოების მნიშვნელობას ხაზს უსვამს, როგორც ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სფეროებში“, - წერს ანტონიო კოშტა.

მისი თქმით, „დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში, რეფორმების პროცესებს კანდიდატ ქვეყნებში ღრმად ტრანსფორმაციული ეფექტები აქვთ“.

„გაწევრიანების გზაზე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა გაწევრიანებისთვის საჭირო პირობები არცთუ ისე შორეულ მომავალში დააკმაყოფილოს“, - აღნიშნავს კოშტა.

ამასთან, ანტონიო კოშტას ცნობით, 18-19 დეკემბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სამიტზე ორი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება: უკრაინა და ევროპის უსაფრთხოება, ასევე, 2028-2034 წლებისთვის ევროკავშირის ფინანსური ჩარჩო.

ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუსმენენ.

„ევროპული საბჭოს შეხვედრას უკრაინის შესახებ განხილვით დავიწყებთ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ევროკავშირის მხრიდან სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს. ოქტომბრის ევროპულ საბჭოზე ჩვენ 2026-2027 წლებისთვის სამხედრო და თავდაცვის სფეროებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების ვალდებულება ავიღეთ. შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ შევასრულოთ ეს ვალდებულება“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ასევე, სამიტის ფარგლებში ლიდერები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე