სერგეი ლავროვი - აშშ-ს უკრაინის შესახებ დამატებითი წინადადებები გადავეცით

აშშ-ს უკრაინის შესახებ დამატებითი წინადადებები გადავეცით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ ამერიკელებთან მიღწეული გაგების საფუძველზე მუშაობას ვაგრძელებთ. ანკორიჯში მიღწეული გაგების საფუძველზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ახალი წინადადებები გადავეცით, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მხოლოდ უკრაინით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე, მისი თქმით, „უკრაინა ნეიტრალურ, არაბირთვულ და ალიანსის გარეშე სტატუსს უნდა დაუბრუნდეს“.

„ალასკაზე სამიტის წინ სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა და წინადადებები ჩამოიტანა, რომლებიც ანკორიჯის შეთანხმებებს საფუძვლად დაედო. ამ შეთანხმებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა თავისი სახელმწიფოებრიობის ნეიტრალურ, არაბირთვულ და ალიანსის გარეშე საფუძველებს უნდა დაუბრუნდეს. სწორედ ეს პრინციპებია დაფიქსირებული 1990 წლის 16 ივლისის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე