„გახარია საქართველოსთვის“ – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება პოლიტიკური დევნაა - ეს გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ისინი 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

ამასთან, მათივე თქმით, „ეს გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია“.

„ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება. ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას. ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან, სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414.99 ევრო უნდა გადაუხადოს. სახელმწიფომ მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა