ფრიდრიხ მერცი - ნატო-ს მიმართ აშშ-ის ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება

ნატო-ს მიმართ აშშ-ის ერთგულებაში ეჭვი არ გვეპარება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ნატო-ს ალიანსის ფარგლებში აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებებში ეჭვი შევიტანოთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ნატო-ს მიმართ ერთგულებას ადასტურებს, თუმცა სხვა საკითხებში უფრო კრიტიკული დოკუმენტია.

„ვიცით, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმაზე გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე წარსულში ვაკეთებდით“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის