4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილი სასამართლოზე - ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ - ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ ციხეში ჩემ გარდაცვალებას

ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ - ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ ციხეში ჩემს გარდაცვალებას,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ევა შაშიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულის განცხადებამდე, მისმა ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ბრალდებული მის მდგომარეობას აპროტესტებდა და რაიმეს ხელში ჩაგდება არ სურდა.

„ევა შაშიაშვილი არის ონკოპაციენტი, რომელსაც ასევე აქვს სხვადასხვა დაავადება. მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ჩასვან სიაში, რითაც ის შვილს მედიკამენტებს შეუძენს, რომელიც შშმ პირია. უთხრეს „თავი დაგვანებეთო", რომ ვთქვათ თავში ქვა გიხლიათო, მაგრამ ეს ქვა ვის მოხვდება, ამაზე სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს. ის აპროტესტებდა იმ მდგომარეობას, რომელიც აქვს და არა ის, რომ მას რაიმეს ხელში ჩაგდება სურდა", - განაცხადა მარიამ ხაჭაპურიძემ.

მარიამ ხაჭაპურიძის შესავალი სიტყვის დამთავრების შემდეგ, ამავე საქმეზე ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ მოსამართლეს მიმართა და ევა შაშიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, მის სიტყვებს კი დანარჩენი ბრალდებულებიც დაეთანხმნენ.

„ციხის კამერაში 6 კაცი ვსხედვართ. როდესაც ევა შაშიაშვილის ამბავი საკანში ტელევიზიით გავიგე ცრემლები მომდიოდა და საკანში მყოფთაგან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ რა მოხდა მერეო.

მე, ალექსანდრე გოგოლაძე, ვაღიარებ მის დანაშაულს და ევა შაშიაშვილი გაუშვით სახლში",- განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა