თეთრი სახლის პრესსპიკერი - ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარით - ის დაღლილია შეხვედრებით, რომლებიც შეხვედრებისთვის იმართება

ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

“შეერთებული შტატები და ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულნი არიან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებში. პრეზიდენტს გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპელებთან, მისი სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და მისი გუნდი აგრძელებენ ორივე მხარესთან საუბარს, ახლაც კი, როდესაც ვსაუბრობთ. თუ იქნება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის რეალური შანსი, თუ ვიგრძნობთ, რომ ამ შაბათ-კვირას ამ შეხვედრებს მნიშვნელობა ექნება, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელი დაესწროს, მაშინ გავაგზავნით წარმომადგენელს. ჯერ კიდევ გაურკვეველია შეიძლება თუ არა რეალური მშვიდობის მიღწევა, რათა წინ წავიწიოთ.პრეზიდენტი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით. ის დაღლილია შეხვედრებით, რომლებიც შეხვედრებისთვის იმართება. მას აღარ სურს მეტი საუბარი, მას ქმედება სურს, მას ომის დასრულება სურს,” - განაცხადა ლევიტმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა