რობერტ ფიცო - არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რეპარაციების სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერების მომავალ შეხვედრაზე ის დაბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც 2026–2027 წლებისთვის უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასრულყოფილი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება სხვა არაფერია, თუ არა უაზრო მკვლელობა, რომელიც არ აძლიერებს უკრაინის პოზიციებს პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფიცომ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა