ირაკლი კობახიძე - ევროპულ ბიუროკრატიას ახლა გაახსენდა სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები

ევროპულ ბიუროკრატიას ახლა გაახსენდა სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა ის ყოველდღიური რეჟიმით არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ სუვერენიტეტის პრინციპს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თურქმენეთში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

პრემიერის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ჩანს ორმაგი სტანდარტები.

„დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში, რაც არ მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას. მათ ახლა გაახსენდათ სუვერენიტეტის პრინციპი, რომ გარედან არავინ უნდა ჩაერიოს სხვის შიდა საქმეებში, თუმცა, ევროპული ბიუროკრატია ყოველდღიური რეჟიმით არღვევდა ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ამ, სუვერენიტეტის პრინციპს. აქ ჩანს ორმაგი სტანდარტები. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად აფასებს იმ პროცესებს, რაც ვითარდება ევროკავშირში და ჩვენი შეფასებაც იყო ასეთი მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა POLITICO-სთან ინტერვიუში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს“.

„არჩევნების დროს ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არა ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და დაცული უნდა იყოს. არავინ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში