ალექსანდრე დარახველიძე - ლაშა შერგელაშვილი 2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა?! - მტკიცებულებებს ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმეში მასალების შენახვის ვადა არსებობს

ლაშა შერგელაშვილი [გდდ-ის ყოფილი თანამშრომელი] 2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა?! - ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში - ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადა არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ქიმიური ნივთიერებებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, არასერიოზულია, რომ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სისტემაში 2019 წლიდან აღარ მუშაობს, საუბრობს იმაზე, რომ უწყებამ 2025 წლის ბოლოს მტკიცებულებები გაანადგურა.

„არასწორი შეფასებაა. ლაშა შერგელაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ედავება ძალიან სერიოზულ დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, 2019 წლიდან აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საუბრობს, რომ 2025 წლის ბოლოს რაღაცა გავანადგურეთ. ეს არასერიოზულია. რაც შეეხება აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხს - არაერთხელ განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2009 წელს ჰქონდა შეძენილი კონკრეტული ნივთიერებები. გაკეთდა განმარტება, თუ რა ნივთიერება იყო. იყო ერთ-ერთი ებრაული კომპანიის მხრიდან შეძენილი. არც ერთი მათგანი არ არის აკრძალული. ამაზეც გამოძიებამ გააკეთა შესაბამისი განმარტება. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, 160-მდე საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. შესაბამისად, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში. ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვის ვადა არსებობს," - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით, BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ნივთიერება „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ სავარაუდო გამოყენების შესახებ, სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. როგორც სუს-ი აღნიშნავს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უწყებამ მათთვის საინტერესო პირებიდან მხოლოდ ერთის, გდდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა ვერ შეძლო, რომელზეც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნაა გამოცხადებული.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე