სემეკი - ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ მომდევნო 5 წელში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ჯამში 1,964,369,002 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

სს „თელასი“ 2026-2030 წლებში 400,308,116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდება 1,564,060,886 ლარის ინვესტიცია. საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა