ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს გერმანიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს გერმანიას ეწვევა, - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 15 დეკემბერს ბერლინში გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდება.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ბერლინში მომავალი კვირის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გერმანიის კანცლერმა შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებიც მიიწვია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ამერიკელი ოფიციალური პირები შეხვედრაში მონაწილეობას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!