სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე არა მხოლოდ გვერდით უდგას პუტინს, არამედ არ გადის დარბაზიდან, როდესაც ის გამოდის სიტყვით - ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, დღესვე შეგვიძლია რუსთაველზე გამოსვლა

საქართველოს ე.წ. პრემიერი პუტინის გვერდით იდგა – ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა, არსებული ვითარება „სავალალოა“ და საზოგადოებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოვიდეს რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე.

მან ნეიტრალიტეტის თემასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ აღნიშნული იდეა „რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის ნაწილია“, მაშინ როცა საქართველო კვლავ მიუღწეველი ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგას.

„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს და იმ საზარელ სურათს, რაც ჩვენ დავინახეთ ეკრანებზე - ამ ქვეყნის ე.წ. პრემიერი, რომელიც თურქმენეთშია ჩასული, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მთავარი თემაა ნეიტრალიტეტი, ამ კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. არა მხოლოდ გვერდით უდგას, არამედ როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი. ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი.

არ შეიძლება ამას ჩუმად შევხვდეთ და რეაგირება არ გვქონდეს. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა და ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას - დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით.

ყველა კანონი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულია დაჩქარებული წესით, ემსახურება რუსულ გეგმას, რომ საქართველო გადავიდეს რუსულ მოდელზე, რომ საქართველომ შეასრულოს რუსული ოცნებები. ერთ-ერთი რუსული ოცნება იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული ქვეყანა. ყველა კანონში შეგვიძლია ვნახოთ რუსული მითითებები. ეს არის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, რის გამოც ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, შეგვიძლია დღესვე რუსთაველზე გამოსვლა და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი!“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის