პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს, სოფელ ღულელებში, ბრალდებულმა დანით დაჭრა დაზარალებული, ხოლო მეორე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მას, რითაც განზრახ შეუქმნა საფრთხე სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19,109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის