კირ სტარმერი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ხვდება

კირ სტარმერი ბელგიის პრემიერ-მინისტრს ხვდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლონდონში მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი მიგრაციის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გაყინული რუსული აქტივების საკითხებზე ისაუბრებენ.

ცნობისთვის, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინის დაფინანსების გეგმას ეწინააღმდეგება. კერძოდ, ბელგია რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა