აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, მათ შორის არის დონალდ ტრამპის ფოტოებიც, - ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

გამოქვეყნებული მასალა ფოტოებს შეიცავს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, ბილ გეითსი და სხვა ცნობილი პირებია გამოსახული.

ერთ-ერთ ფოტოზე დონალდ ტრამპი ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა.

კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა, რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ „95 000-ზე მეტი ფოტო მიიღეს, მათ შორის მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების ფოტოები, რომლებიც დროს ჯეფრი ეპშტეინთან ერთად ატარებდნენ“.

ცნობისთვის, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ეპშტეინმა ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე