ლევან ცუცქირიძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ჩვენ პოლიტიკური პარტია მაშინ შევქმენით, როდესაც ყველაზე სახიფათო იყო ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა, ასე რომ, შიშის დაძლევაზე არავის შეგონება და ჭკუის დარიგება მე არ მჭირდება

ჩვენ პოლიტიკური პარტია მაშინ შევქმენით, როდესაც ყველაზე სახიფათო იყო ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა, ასე რომ შიშის დაძლევაზე არავის შეგონება და ჭკუის დარიგება მე არ მჭირდება, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ლევან ხაბეიშვილის მოწოდების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც პოლიტიკურ აქტორებს აქტიურობისა და შიშის დაძლევისკენ საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვის წარმოთქმის დროს მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, „თავისუფლების მოედანი“ უამრავ საქმეს სხვა პარტიებზე უკეთ აკეთებს.

„ვინმეს რომ შეგვშინებოდა, პოლიტიკურ საქმიანობას ხელს საერთოდ არ მოვკიდებდით. ჩვენ პოლიტიკური პარტია მაშინ შევქმენით, როდესაც ყველაზე სახიფათო იყო ამ პოლიტიკურ პროცესში შესვლა. ასე რომ, შიშის დაძლევაზე არავის შეგონება და ჭკუის დარიგება მე არ მჭირდება. რასაც „თავისუფლების მოედანი“ აკეთებს, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი საქმეა. ბევრ საქმეს ვაკეთებთ ერთობლივად და ვაკეთებთ ყველა სხვა პარტიაზე უკეთესად.

ვიღაცას თუ სჭირდება გამოფხიზლება, გამოფხიზლდნენ, მაგრამ ჩვენ, მაგალითად, ყოველ კვირა მინიმუმ სამ საპროტესტო აქციას ვმასპინძლობთ და ვაორგანიზებთ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ამ პროტესტის გაძლიერებაზე და ქალაქის ცენტრიდან კიდევ სხვაგან გადატანაზე, საქართველოს რეგიონების შემოვლაზე და ამ სიტყვის იქ მიტანაზე. ახლაც მოვდივარ მხარდამჭერების შეხვედრიდან, ამის შემდეგ მივდივარ რუსთაველზე. ასე რომ, ჩვენ საქმე არ გვაკლია და არც ბევრი დარიგება არ გვჭირდება იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, გინდა ლევანი იყოს და გინდა სხვა, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს