დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ.

„დღეს დილით კარგი საუბარი მქონდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრთან, ანუტინ ჩარნვირაკულთან და კამბოჯის პრემიერ-მინისტრთან, ჰუნ მანეტთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის განახლების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან ცეცხლს შეწყვეტენ და პირვანდელ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და აშშ-სთან ვაჭრობის გაგრძელებისთვის“.

ამასთან, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ კამბოჯას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდოს.

„პრეზიდენტ ტრამპს ავუხსენი, რომ ჩვენ კამბოჯის წინააღმდეგ აგრესორები არ ვართ, მაგრამ ჩვენ მათ პასუხს ვუბრუნებთ“, - აღნიშნა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირის დასაწყისში განახლდა. ორივე ქვეყნის მონაცემების მიხედვით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაშავდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა