ჯინ შაჰინი - გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა - აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯინ შაჰინის განცხადებით, „უკრაინა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც კრემლი მეზობლების კონტროლის და მათი პოლიტიკური კურსის განსაზღვრის მიზნით იძულების მეთოდებს იყენებს“.

„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა“, - განაცხადა ამარიკელმა სენატორმა.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს