დონალდ ტრამპი - ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „რვა ომი დაასრულა და ფიქრობდა, რომ ყველაზე მარტივად დასასრულებელი რუსეთ-უკრაინის ომი იქნებოდა“.

„ვნახოთ, რა მოხდება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ. მალე გავიგებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ახლა ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებდა.

„ეს ძალიან კომპლექსური სიტუაციაა. მაგრამ, ამან შეიძლება იმუშაოს და ბევრ ადამიანს სურს ნახოს მისი მუშაობა. მე მხოლოდ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილის დასრულება მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს