გრიგოლ გეგელია - კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს

კობახიძემ აშხაბადში საკუთარი ადგილი იპოვა, მაგრამ ქართველი ხალხი არ ირჩევს აშხაბადს - მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი,- ამის შესახებ “ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც თურქმენეთში გამართულ ფორუმზე ირაკლი კობახიძის მონაწილეობას გამოეხმაურა,

მისი თქმით, კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, სამაგიეროდ კი „ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას ავტოკრატებთან ერთად”.

„კობახიძემ შეაჩერა სვლა ევროკავშირისკენ, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტია, სამაგიეროდ ესწრება ე. წ. სამშვიდობო კონფერენციას რუსეთის, ირანის და პაკისტანის ლიდერებთან და სხვა ავტოკრატებთან ერთად, რომელთა რიგებში დგას მშვიდობის უდიდესი მტერი, ქართველთმოძულე და ოკუპანტი პუტინი. ჰეზბოლას პანაშვიდების შემდეგ, კობახიძემ საბოლოოდ იპოვა საკუთარი ადგილი აშხაბადის კონფერენციაზე, ხოლო ოცნების სპიკერების თქმით, თურმე სწორედ აქ ყოფილა საქართველოს მომავალი.

მაგრამ, ეს მხოლოდ კობახიძის ადგილია და არა ქართველი ერის ადგილი, აქ კობახიძის მომავალია და არა ქრისტიანი, ევროპელი, თავისუფალი ქართველი ერისა, რომელმაც ამ ავტოკრატიულ ბინდს საუკუნეების წინ ამჯობინა ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია, ევროპის ერთა ოჯახში სრულფასოვანი ადგილის მოძიება, წესებსა და კანონებზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკური სივრცის წევრობა, რომელიც ქრისტიანულ ღირებულებებს, კეთილდღეობას და კანონიერებას ემყარება.

უმთავრესი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ კობახიძე ცდილობს აშხაბადის ღირებულებათა ღერძით ჩაანაცვლოს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის ღერძი, ეს ფორმატი შემოგვთავაზოს საპირწონედ იმისა, რასაც თავად სპობს და ანგრევს - დაცული და უსაფრთხო ევროპული მომავალი.

კობახიძის საგარეო პოლიტიკა არაორგანული ანტისხეულია. ის ისევე არ არის თავსებადი არაფერ ქართულთან, როგორც ეს მძარცველი რეჟიმი არ არის თავსებადი ღარიბი ქართველი ერის გამოწვევებსა და პრიორიტეტებთან.

პარალელურად, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა ოცნების რეჟიმის ე. წ. მშვიდობის არსიც. ვისაც სურს გაიგოს რას გულისხმობს „ქოცი“ მშვიდობაში, ამიერიდან კიდევ უფრო ნაკლები ფიქრი დასჭირდება - მშვიდობაში „ქოცები“ გულისხმობენ სწორედ პრორუსულ ავტოკრატიას, ნეიტრალიტეტს რუსულ ორბიტაზე და სხვადასხვა შავბნელ დიქტატურასთან ალიანსში ყოფნას.

ფაქტი სახეზეა: მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან პოლიტიკურ ერთობაში ინტეგრირების ნაცვლად, ეს რეჟიმი დიქტატორებთან, ტერორისტებთან და ტერორიზმის სპონსორებთან ერთად საუბრობს “მშვიდობაზე”, რასაც პირველ რიგში სწორედ ავტოკრატები მტრობენ და ანადგურებენ. მშვიდობა არ არის და არ ყოფილა ანტიქართული რეჟიმის მიზანი”,- განაცხადა გეგელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს